1. პროექტის სახელწოდება: პური ჩვენი არსობისა
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გამოიკვლევენ ხორბლის წარმოშობის ისტორიას, პურის მომზადების სტადიებს და ამ სტადიების ეტაპობრივი რეალიზაციის მაღალ მნიშვნელობას; ამის უმთავრესი არსი გულისხმობს მოსწავლეების თვითგანათლებას ამ კონკრეტული კუთხით და საკუთარი ნაშრომის სხვებისთვის გაზიარებას მისი ინტერნეტში განთავსებით.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან პურ–პროდუქტები სიცოცხლისთვის აუცილებელ პირველადი მოხმარების საკვებს წარმოადგენს და ბუნებაში თითქმის არ არსებობს მისი შემცვლელი;მოსწავლეები შეეცდებიან ამ სფეროში საერთო სახელმწიფოებრივი სურათის გაუმჯობესების მიზნით, თავიანთი მცირე წვლილი შეიტანონ და პირველი ნაბიჯები გადადგან შესაძლო და სასურველი მომავალი ცხოვრებისეული წარმატების მოსაპოვებლად;
4. პროექტის მიზნები: პროექტის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა თვითგანათლება პურის წარმოშობის ისტორიის და ხორბლის მოყვანისთვის აუცილებელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სასურველი სასოფლო–სამეურნეო სავარგულების ტერიტორიული მდებარეობის დადგენის კუთხით. თემასთან დაკავშირებით კვლევას ჩაატარებნენ სოფელ წესის ტერიტორიაზე, დაინტერესდებიან და ყურადღებით მოისმენენ ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების მოსაზრებებს და სათანადოდ გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას. მოიძიებენ, გაანალიზებენ და შეარჩევენ სასურველ ალტერნატიულ მეთოდებს ხორბლის ოპტიმალური რაოდენობის მისაღებად;
6. ვადები|ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები:პროექტის ხელმძღვანელის მიერ სწორად მიწოდებული ინფორმაციის სათანადოდ აღქმის შედეგად იაზრებენ პროექტის შინაარსს და სწავლობენ მასზე მუშაობას. აცნობიერებენ დაკისრებულ მოვალეობას და საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებების შესაფერის პასუხისმგებლობას. ამასთანავე, აცნობიერებენ ჯგუფური მუშაობის ეფექტურობას. ჩაატარებენ ჯგუფებში ცდებს ოთახის პირობებში. დადგინდება მოსწავლეთა წარმატება|წარუმატებლობა. საბოლოოდ იმის გამო, რომ პროექტი შემეცნებითია და მოსწავლეთა საერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას ემსახურება შედეგად ვიღებთ განათლებულ და ერუდირებულ მომავალ თაობას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინფორმაცია–წიგნებიდან, ინტერნეტიდან, ზეპირი წყაროებიდან. ტექნოლოგია–წიგნები, კომპიუტერი, ხორბლის თესლი, ნოყიერი მიწა, ქოთანი, კალამი, ფურცლები, მარკერები, პრინტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საპროექტო ჯგუფის დაკომპლექტება; პროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დანაწილება; მოსწავლეთა დაჯგუფება, ჯგუფებისათვის დაკისრებული მოვალეობების გაცნობა; ჯგუფებზე მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოს ანალიზი და შეფასება. პირველი ჯგუფი გამოიკვლევს ხორბლის წარმოშობის ისტორიას და სახეობებს; მეორე ჯგუფი გამოიკვლევს პურის მომზადების სტადიებს და მნიშვნელობას; ყველანი ერთად დათესავენ ხორბალს ოთახის პირობებში და დააკვირდებიან მის აღმოცენებას,ზრდა–განვითარებას. აწარმოებენ დაკვირვების დღიურს, პერიოდულად გადაიღებენ სურათებს და განათავსებენ მასში. შექმნიან რეცეპტების წიგნს რომელშიც აღწერილი იქნება სხვადასხვა სახეობის პურის მომზადების ტექნიკა. პროექტისთვის საბოლოო და დასრულებული სახის მისაცემად შექმნიან ტრიპლეტს, რომლის პირველ გვერდზე განხილული იქნება პურის სარგებლიანობა, მეორეზე პურის მავნეობა, ხოლო მესამე გვერდზე დაკონკრეტებული იქნება პურის ის რაოდენობა ე. წ. „ოქროს შუალედი“, რომლის მიღება ადამიანისათვის სასარგებლო და აუცილებელია. მოპოვებულ ინფორმაციას წარუდგენენ დაინტერესებულ პირებს, ასევე განათავსებენ ინტერნეტში; კომპიუტერში შექმნიან პრეზენტაციას– პურის სახეობები;
10. საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან | ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ისტორია,ისტ.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): რუსუდან რეხვიაშვილი
13. პროექტის ვებ–გვერდი| ბლოგი:rrexviashvili.blogspot.com